ინფიცირებულ სპორტსმენთან შემხებლობაში მყოფი პირები საკრანტინო ზონაში გადაჰყავთ
04/04/2020 15:36:17 საზოგადოება
ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულ სპორტსმენთან შემხებლობაში მყოფი პირები წალენჯიხის სოფელ მიქავადან საკრანტინო ზონაში გადაჰყავთ.
როგორც "აქცენტს" ადგილობრივებმა განუცხადეს, რისკის ქვეშ მყოფი პირებს გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ შეატყობინეს და მომზადება ურჩიეს.
სოფელში ორი სპეციალურად აღჭურვილი მიკროავტობუსი შევიდა.
ცნობისთვის: ახალი კორონავირსით ინფიცირებული ერთ-ერთი ახალი პაციენტი სპორტსმენია, რომლის კონტაქტების მოძიებაც სამეგრელოში მიმდინარეობს.
„ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი და რომელიც ამჟამად თბილისში, კლინიკაში იმყოფება, 27 მარტს იმყოფებოდა ჩვენს რეგიონში. რამდენიმე ადგილზე ფიქსირდება მისი კონტაქტები, როგორც ზუგდიდში, წალენჯიხის რაიონის ორ სოფელში, ასევე, ჩხოროწყუს რაიონში. ყველა ამ კონტაქტების უმრავლესობა უკვე გამოვლენილია და მოქალაქეებს გადავიყვანთ კარანტინში“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.
ქვეყანაში კორონავირუსის157 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 31 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა.


