"157 შემთხვევიდან 99%-ში წარმომავლობა და გავრცელების ჯაჭვი ცნობილია, უმრავლეს შემთხვევაში პირველ წყაროზე გავედით"
04/04/2020 13:05:41 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირისუსის 157 შემთხვევიდან 99–ში ინფიცირების წყარო და ვირუსის გავრცელების ჯაჭვი ცნობილია.
„იმ 157 შემთხვევაში, რაც დღეს ქვეყანაში არის, 99 პროცენტი ჩვენთვის ამ შემთხვევების წარმომავლობა და ჯაჭვი გავრცელებისა, ცნობილია. ჩვენ ვსაუბრობდით 2-3 შემთხვევაზე, შემდეგ იმ ერთზეც გავედით. უმრავლეს შემთხვევაში ხაზს ვუსვამ ჩვენ გასული ვართ პირველ წყაროზე. არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც უფრო მოზრდილი კლასტერებია და მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა, რომ პირველ წყაროზე გავიდეთ, თუმცა ქვეყანაში შიდა გავრცელების, ანუ დაუდგენელი წყაროს მიერ გავრცელების შემთხვევევი გვაქვს“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რუსთავშიც გახდეს საჭირო იმ ღონისძიებების გატარება, რაც მარნეულსა და ბოლნისში, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვითარებას აკვირდებიან:
„ვაკვირდებით სიტუაციას, რუსთავში ყალიბდება კლასტერი და ამ გადაწყვტილებებს იცით, იღებს საკოროდინაციო საბჭო შესაბამისი ანალიზის საფუძველზე“.


