Accentnews.ge
„აპრილი და შესაძლებელია, მაისის პირველი ნახევარი, რთული იქნება“

„აპრილი და შესაძლებელია, მაისის პირველი ნახევარი, რთული იქნება“

04/04/2020 09:26:51 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, აპრილი და შესაძლოა, მაისის პირველი ნახევარი რთული იქნება.

მისი თქმით, იმისთვის, რომ გართულებები თავიდან ავიცილოთ, რეკომენდაციების და დადგენილი წესების ზედმიწევნით შესრულებაა საჭირო:

„არ დაგვიმალავს, რიმ შემთხვევათა ზრდა იქნება. რთული იქნება ეს თვე [აპრილი] და შესაძლებელია, მაისის პირველი ნახევარი. საქართველოში შეკავების ფაზა მაქსიმალურად „გაიწელა“ – მაქსიმალურად შევაკავეთ ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება, ამით დრო მოვიგეთ და ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზულად მოემზადა. მივყვებით იმ პროგნოზებს, რაც ჩვენი მოდილებით არის და ამ კვირის ბოლოსთვის რასაც ვპროგნოზირებდით, იმაზე ცოტაცაა [შემთხვევების რაოდენობა]. ასევე ვპროგნოზირებთ მომავალი კვირის შემთხვევებს და როგორი იქნება, ვნახოთ. საჭიროა, დავიცვათ ის წესები, რასაც გულისხმობს საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, თვითიზოლაცია, ჰიგიენა, სოციალური დისტანცირება. პირველი იარაღი სოციალური დისტაცირებაა და არა წამალი. წამალი დაინფიცირებულ ადამიანებზე გვჭირდება, მაგრამ ხალხი რომ არ დაგვიინფიცირდეს, სოციალური დისტანცირებაა საჭირო“,– განაცხადა გაყრელიძემ.

საქარველოში კორონავირუსი დაინფიცირების 157 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 28 პაციენტი განიკურნა. 4 აპრილს კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S