„ჩვენი პაციენტების მხრივ მდგომარეობა გარკვეულწილად დასტაბილურებულია "
04/04/2020 07:04:31 საზოგადოება
თბილისის ინფექციურ კლინიკაში მყოფი ორი კრიტიკული პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა, შესაბამისად საავადმყოფოს ახლა ერთი კრიტიკული და ორი მძიმე პაციენტი ჰყავს. ამის შესახებ თბილისის ინფექციურ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„ჩვენი პაციენტების მხრივ მდგომარეობა გარკვეულწილად დასტაბილურებულია იმ თვალსაზრისით, რომ გვყავდა კრიტიკული ორი და ახლა ვამბობთ, რომ კრიტიკული დაგვრჩა ერთი. მეორე კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება, ასევე დანარჩენებიც, ანუ ერთი კრიტიკული გვყავს და ოთხი მძიმე პაციენტი, რომლებიც ინტენსიურ მეთვალყურეობას და მკურნალობას საჭიროებენ. ვნახოთ რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება, ამათი მდგომარეობაც დასტაბილურდეს და უკვე პროგნოზირება შესაძლებელი იქნება, რომ მათი გამოჯანმრთელებაც დადგება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამასთან, მისი თქმით, თბილისის ინფექციურ კლინიკაში ორი ექიმის გამოკვლევა მოხდა, მაგრამ ორივე ტესტზე ნეგატიური იყო.
ასევე, მარინა ეზუგბაიას თქმით, სტაბილურია ეროვნული ბანკის ინფიცირებული თანამშრომლების მდგომარეობაც.
რაც შეეხებათ ახალ პაციენტებს, მათგან ინფექციურში არც ერთი არ არის.


