„მე რამდენადაც ვიცი, მედპერსონალის ეკიპირება 1–2 კვირა გვეყოფა კიდევ, თუ ვერ შეავსეს მარაგი, ეს პრობლემა მწვავედ დადგება“
03/04/2020 18:01:32 საზოგადოება
„მე რამდენადაც ვიცი, მედპერსონალის ეკიპირება 1–2 კვირა გვეყოფა კიდევ, თუ ვერ შეავსეს მარაგი, ეს პრობლემა მწვავედ დადგება“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მედპერსონალის ეკიპირება ჯერ–ჯერობით საკმარისია. ყველას აქვს, ვისაც უნდა ჰქონდეს, მაგრამ რეზერვი არ არის საკმარისი. ხვალ თუ დადგება ის ვითარება, რომ ვერ შევავსეთ ეს რეზერვი, ესეც ობიექტური რეალობა იქნება. ამერიკას გაუჭირდა ეს რეზერვი, ვერ გარდაქმნა წარმოება ისე, რომ თვითონ დაიკმაყოფილოს მოთხოვნილება ამ აღჭურვილობაზე. ევროპის ქვეყნებს არ ჰყოფნით. ყველა ამ დღეშია, მაგრამ რაღაც ნაბიჯები ჩვენთან ადგილობრივი წარმოების კუთხით გადაიდგა. გაჩნდა ადგილობრივი პირბადეები, კომბინიზონები არ გაჩენილა ადგილობრივი, მაგრამ ხალათები და რაღაც საშუალებები გაჩნდა. მე რამდენადაც ვიცი 1–2 კვირა გვეყოფა კიდევ, თუ ვერ შეავსეს, მერე დადგება ეს პრობლემა მწვავედ“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 155 შემთხვევაა დადასტურებული. 155 ადამიანიდან 27 გამოჯანმრთელებულია.
.


