„წამყვან ქვეყნებში ინფიცირებულებს ეუბნებიან, სანამ ასე რომ ვთქვათ, დახრჩობას არ დაიწყებ, ნუ მოხვალთ, რადგან არ გვყოფნის რესურსი. ვფიქრობ, ჩვენ ეს ეტაპი არ დაგვიდგება“
03/04/2020 17:35:13 საზოგადოება
„ევროპის წამყვან ქვეყნებში ავადმყოფებს ეუბნებიან დარჩი სახლში და თუ დამძიმდები და სუნთქვის უკმარისობა გექნება მხოლოდ მაშინ მოდი ჩვენთან. ეს ეტაპი ჩარევისთვის უკვე გვიანია“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენთან 1 სიმპტომი რომ გაუჩნდეს პაციენტს, მაშინვე 10 კაცი დავესევით. ბევრ წამყვან ქვეყანაში ეუბნებიან, სანამ ასე რომ ვთქვათ, დახრჩობას არ დაიწყებ, ნუ მოხვალთ იმიტომ, რომ არ გვყოფნის რესურსი. თეორიულად შეიძლება, რომ ქვეყანას ეს ეტაპი დაუდგეს, მაგრამ მე ჩემი ალღოთი და ინტუიციით მგონია, რომ ჩვენ ეს ეტაპი არ დაგვიდგება. ჩემი პროგნოზია, რომ საქმე აქამდე არ მივა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული. 148 ადამიანიდან 27 გამოჯანმრთელებულია.
.


