Accentnews.ge
როდისთვის ვარაუდობს თენგიზ ცერცვაძე ეპიდემიის გავრცელების ტემპის კლებას

როდისთვის ვარაუდობს თენგიზ ცერცვაძე ეპიდემიის გავრცელების ტემპის კლებას

03/04/2020 17:20:57 საზოგადოება

„ჩემი პირადი აზრია, რომ ახალი კორონავირუსის პიკი იქნება სადღაც 2–3 კვირის შემდეგ და კიდევ 2–3 კვირა იქნება პლატო და შემდეგ წავა დაბალი გზით“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ რომ გამოვიდეთ ამ პიკიდან არაუმეტეს 1000 შემთხვევით, მაშინ ჩათვალეთ, რომ ამ ეპიდემიიდან საქართველო მინიმალური დანაკარგით გამოვიდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული. 148 ადამიანიდან 27 გამოჯანმრთელებულია.

.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S