Accentnews.ge
„ამ დროისთვის ქვეყენაში 7 კრიტიკული პაციენტია, მაგრამ არც ერთი უიმედო“

„ამ დროისთვის ქვეყენაში 7 კრიტიკული პაციენტია, მაგრამ არც ერთი უიმედო“

03/04/2020 17:10:45 საზოგადოება

„ამ დროისთვის ქვეყენაში 7 კრიტიკული პაციენტია“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

„გვყავს 7 კრიტიკული პაციენტი, აქედან 2 ჩვენს კლინიკაში, 2 –საუნივერსიტეტო კლინიკაში და 1–1 ბათუმში, 1 ქუთაისსა და გორში. არც ერთი არ არის უიმედო და ეს ძალიან კარგია, მაგრამ სადაც არ ვართ დაწმუნებულები გამოსავალში, ასეთი პაციენტი არის 2“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული. 148 ადამიანიდან 27 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S