მოქალაქეებმა პროტესტი მარნეულის მერიასთან გამოხატეს
03/04/2020 13:13:09 საზოგადოება
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან სოფელ ქვემო ქესალოს მოსახლეობის საპროტესტო აქცია გაიმართა,– იუწყება პირველი არხი.
როგორც მოქალაქეები აცხადებენ, მათ სასმელი და სარწყავი წყალი არ მიეწოდებათ.
როგორც მარნეულის მერი ზაურ დარგალი აცხადებს, პრობლემის შესახებ რამდენიმე დღის წინ შეიტყო, ამ დროისთვის სოფლის 70-ვე ოჯახი სასმელი წყლით უზრუნველყოფილია.რაც სეეხება სარწყავ წყლს, დარგალი ამბობს, რომ მუშაობა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების დისტანცირებას პოლიცია უზრუნველყოფდა.
ცნობისთვის: მარნეულის მუნიციპალიტეტი საკარანტინო ზონადაა გამოცხადებული.



