Accentnews.ge
„თვალშისაცემია წინასწარი მხიარულება, რომ  ზიარების შემდეგ ვინმე დასნეულდება“

„თვალშისაცემია წინასწარი მხიარულება, რომ ზიარების შემდეგ ვინმე დასნეულდება“

03/04/2020 12:24:46 საზოგადოება

„თვალშისაცემია წინასწარი მხიარულება, რომ ვინმე მღვდელი დასნეულდება, ან ვინმე მრევლი დასნეულდება ზიარების შემდეგ“, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრეს–ცენტრის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუსთავის დეპუტატი ზიარების შემდეგ დასნეულდა და გადავამოწმეთ და მსგავსი რამ არ ყოფილა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მღვდელი დასნეულდა რუსთავში და მსგავსი რამ არ მომხდარა. დაზღვეული არავინ არაფრისგან არ ვართ, მაგრამ განწყობა, რომ ამ საერთო განსაცდელის დროს, როდესაც ვიღაცას წინასწარ უხარია, რომ ეკლესიაში გაჩნდეს ე.წ. კლასტერი, არის ძალიან სამწუხარო. ყველას ვთხოვ, მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს და ნუ დავძაბავთ ამ ისედაც დიდი განსაცდელის წინაშე მყოფ ხალხს", – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არ შეუცვლია არც ერთ ეკლესიას.

"იქნებ დავასრულოთ ამაზე შეკითხვები. მუდმივად ვერ ვილაპარაკებთ ამაზე. სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე დამთავრდა მსჯელობა", – ასე უპასუხა დეკანოზმა ერთი კოვზით ზიარებასთან დაკავშირებულ შეკითხვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S