Accentnews.ge
„სასულიერო პირების საყურადღებოდ ვაცხადებ,  ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებებს, როგორ მოვახერხებთ აღდგომის მსახურების შესრულებას“

„სასულიერო პირების საყურადღებოდ ვაცხადებ,  ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებებს, როგორ მოვახერხებთ აღდგომის მსახურების შესრულებას“

03/04/2020 12:20:24 საზოგადოება

„ყველა სასულიერო პირის საყურადღებოდ ვაცხადებ, რომ ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებებს, როგორ მოვახერხებთ აღდგომის მსახურების შესრულებას, რომ ამან სხვა გაუგებრობები არ გამოიწვიოს“, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრეს–ცენტრის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„ერთ–ერთმა სასულიერო პირმა გააკეთა განცხადება, რომ საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იქნებოდა მრევლი ტაძარში სააღდგომო მსახურების დროს, მან იჩქარა ამ განცხადების გაკეთება, არ დაელოდა და არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოს პოზიციასთან, ჯერ––ჯერობით ჩვენ დაველოდებით სააღდგომო დღეების მოახლოებას. ჩვენ კარგად გვახსოვს პრემიერ–მინისტრის კომენტარი. მან ბრძანა, რომ ყველაფერს იღონებენ იმისათვის, რომ სააღდგომოდ ეს პრობლემა იყოს გადაჭრილი და აი, ამ იმედით ჩვენ ვლოცულობთ და ველოდებით ამ დღეების მოახლოებას. ინებოს ღმერთმა, რომ ჩვენ შევძლოთ ერთის მხრივ, საზეიმო მსახურება და მეორეს მხრივ, ამით არაფერი არ დავარღვიოთ“, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, საპატრიარქო მუდმივ კონტაქტზეა მთავრობასთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S