პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელფასის ნაწილს ფონდში გადარიცხავენ
03/04/2020 11:36:06 საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები მომდევნო სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ მიიღეს გადაწყვეტილება ამ სოლიდარული აქტით წვლილი შეიტანონ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ამ ურთულესი გამოწვევის დაძლევაში ყველა ერთად უნდა ვიყოთ!” - ნათქვამია ინფორმაციაში.


