Accentnews.ge
რომის პაპმა "მამაო ჩვენოს" ლოცვის ახალი ტექსტი დაამტკიცა

რომის პაპმა "მამაო ჩვენოს" ლოცვის ახალი ტექსტი დაამტკიცა

06/06/2019 15:06:05 სხვა, მსოფლიო

რომის პაპმა ფრანცისკმა "მამაო ჩვენოს" ლოცვის ახალი ტექსტი დაამტკიცა. ახალი რედაქცია მისალში იტალიურ ენაზე შეტანილ ერთ ხაზს ცვლის. კერძოდ, კათოლიკე ეპისკოპოსების კონფერენციამ გადაწყვიტა, "ნუ შეგვიყან განსაცდელსა" შეიცვალოს უფრო ზუსტი თარგმანით – "გვიხსენ განსაცდელში შესვლისაგან",– იუწყება uCatholic. 

ამ ხაზის უფრო ზუსტი თარგმნის აუცილებლობა ფრანცისკმა ჯერ კიდევ 2017 წელს აღნიშნა და განმარტა, რომ მოქმედი რედაქციის მიხედვით, არსობრივად გამოდიოდა, რომ ქრისტიანები განსაცდელში თავად ღმერთს შეჰყავდა, რაც არ შეესაბამებოდა ქრისტიანულ სწავლებას. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული ცვლილებები სხვა ენებზეც უნდა განხორციელებულიყო.

ცნობისთვის: ლოცვა "მამაო ჩვენო" ყველა ქრისტიანული დენომინაციის მიერ გამოიყენება, კათოლიკეები კი მას ყოველი ღვთისმსახურების დროს კითხულობენ.     

ქრისტიანული სწავლების თანახმად, ეს ლოცვა ქრისტეს მოწაფეებს იესო ქრისტემ გააცნო. კათოლიკურ ეკლესიაში იგი მრავალგზის გადათარგმნილი მოხვდა: ჯერ ითარგმნა არამეულიდან, რომელზეც გადმოცემის თანახმად, იესო საუბრობდა, შემდეგ – ძველბერძნულად, შემდეგ – ვულგარულ–ლათინურად, ხოლო ბოლოს – იტალიურად.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S