Accentnews.ge
„ახალი შემთხვევებიდან განსაკუთრებით საყურადღებო ერთია“

„ახალი შემთხვევებიდან განსაკუთრებით საყურადღებო ერთია“

03/04/2020 10:16:19 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების უკვე გამოვლენილი შემთხვევებიდან განსაკუთრებით საყურადღებო ერთია.

მისი თქმით, ინფიცირებულია ასაკიანი პირი, რომელიც გარეთ პრაქტიკულად არ გადიოდა.

„ახალი შემთხვევებიდან განსაკუთრებით საყურადღებო ერთია. დანარჩენები უკვე ცნობილი შემთხვევების, მათ შორის ე.წ. ბანკის საცავის კლასტერის გაგრძელებაა – კონტაქტების მოძიების შედეგად დადგენილი. ამდენად, ამ ეტაპზე ერთი შემთხვევა გვაქვს, რომლის ინტენსიური კვლევა მიმდინარეობს. ძალიან საინტერესოა: ეს არის შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს ხანდაზმულ პაციენტთან, რომელიც სახლიდან პრაქტიკულად არ გამოდიოდა – მხოლოდ შვილი და შვილიშვილი მოძრაობდნენ გარეთ. ამ შემთხვევის მოკვლევას განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით“,– განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 27 გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში ვირუსი 18 პაციენტს დაუდასტურდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S