Accentnews.ge
ცქიტიშვილი განმარტავს, ირღვევა თუ არა "კომენდანტის საათი" ტაძრებში 21:00 საათამდე მისვლითა და დილამდე დარჩენით

ცქიტიშვილი განმარტავს, ირღვევა თუ არა "კომენდანტის საათი" ტაძრებში 21:00 საათამდე მისვლითა და დილამდე დარჩენით

03/04/2020 09:52:32 საზოგადოება

ვიცე–პრემიერის, ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განმარტებით, კომენდანტის საათი დაირღვევა, თუ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში და თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

„პირველ რიგში, ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ დავიცვათ მკაცრად და ზედმიწევნით ყველა რეგულაცია, რომელიც უკვე დადგენილია, რათა შესაძლებლობა გვქონდეს, რომ აღნიშნული რეგულაციების მოქმედება უფრო სწრაფად შევწყვიტოთ. ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კომენდანტის საათის პირობებს, ეს პირობები არის ძალიან მკაფიო და გადაადგილება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ნებადართული არ არის. ამასთან ერთად, არ არის ნებადართული 3 ადამიანზე მეტის შეკრება. შესაბამისად, ამ ორი პირობის კომბინაციით ამ კითხვაზე პასუხი არის, რომ, რა თქმა უნდა, დაირღვევა კომენდანტის საათი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში და თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, წავიდოდა თუ არა მინისტრი საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად სააღდგომო ლიტურგიაზე, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ არ წავა.

დეკანოზ შალვა კეკელიას აზრით, კომენდატის საათის პირობებშიც შესაძლებელია მრევლი სააღდგომო ღამისთევის ლიტურგია დაესწროს ტაძრებში. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ფორმულასთან ისაუბრა. კეკელია ამბობს, რომ ადამიანები 21:00 საათამდე მოვლენ ეკლესიაში, გადანაწილდებიან, ტაძარში იქნება მონიშნული ადგილები და დილის 06:00 საათის შემდეგ წავლენ სახლებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S