Accentnews.ge
რუსთავის შემთხვევასთან დაკვაშირებით 50 კონტაქტია გამოვლენილი

რუსთავის შემთხვევასთან დაკვაშირებით 50 კონტაქტია გამოვლენილი

03/04/2020 08:51:14 საზოგადოება

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, რუსთავის საკრებულოს წევრსა და მის ოჯახთან დაკავშირებული 50 კონტაქტია გამოვლენილი, რომელიც შეიძლება, რისკის მატარებლად ჩაითვალოს.

„როდესაც ვირუსი დედას [საკრებულოს წევრის დედას, რომელიც ეროვნულ ბანკში მუსაობს] დაუდასტურდა, შვილის მიმართ დადასტურებას აღარ დაველოდეთ და ამ კონტაქტების შესწავლა დავიწყეთ. თავიდან საუბარი იყო 40 კონტაქტზე და დღეს გვაქვს 50 ისეთი კონტაქტი, რომელიც შეიძლება რისკის მატარებლად ჩაითვალოს. თუმცა, შიდა სივრცეში, როდესაც ახლო კონტაქტების იდენტიფიცირება მოხდა, დაახლოებით 20 ადამიანია. როგორც ჩვენი ჯანდაცვის წარმომადგენელი გვიწევს რეკომენდაციას, ე.წ მეორეხარისხოვანი კონტაქტების მოძიება და იდენტიფიცირება დღეს დასრულდება და გვეცოდინება, ჯამში როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში რამდენ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი“, - აცხადებს ტაბაღუა.

ცნობისთვის: რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა. ასევე კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა საკრებულოს წევრის მამის შემთხვევაშიც. ვირუსი დაუდასტურდა ასევე საკრებულოს წევრის დედას, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია.

რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის დეპუტატები, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. რუსთავის საკრებულოს მთელს შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა, ამ დროისთვის კი, საკრებულო დაკეტილია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S