Accentnews.ge
რატიანი კორონავირუსით საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობაზე საუბრობს

რატიანი კორონავირუსით საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობაზე საუბრობს

03/04/2020 08:46:59 საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული ხუთი ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია, ერთ ახალშობილთან დაკავშირებით კი რომელზეც კორონავირუსის თაობაზე იყო ეჭვი, უარყოფითი პასუხი მოვიდა.

ამასთან, მიისვე თქმით, სტაბილურია ორი ორსულის მდგომარეობაც.

„ერთი 22 კვირისა, მეორე – 8 კვირის ორსული. 22 კვირის ორსული შემოყვანილია რამდენიმე დღის წინ. ქალბატონთან ყოველდღიურად ტარდება მონიტორიგი. ამ ეტაპამდე, არც ნაყოფს და არც დედას პათოლოგია არ უვლინდებათ.

რაც შეეხება გუშინ შემოყვანილ ქალბატონს, რომელიც არის 8 კვირის ორსული, 19 წლის არის, ტემპერატურა ფიქსირდება 37 ან 37,4 გრადუსი. ხორციელდება სიმპტომური მკურნალობა. ამ ეტაპამდე გართულებას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა რატიანმა.

რატიანის თქმით, 63 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გუშინ სასუნთქი აპარატიდან მოიხსნა, სტაბილურია.

„63 წლის კრიტიკულ პაციენტი გუშინ მოიხსნა აპარატიდან მისი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, კონტაქტური. 80 წლის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, გამარტივებულია ფილტვის ხელოვუნრი ვენტილაცია, ნევროლოგიური სტატუსი აღდგენილია და ეტაპობრივად შესაძლებელია რამდენიმე დღეში მოიხსნას აპარატიდან. მესამე ქალბატონი, რომელიც არის მარნეულის კლასტერიდან შემოყვანილი 79 წლის, მისი მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა სტაბილური ვიტალური პარამეტრებით, გრძელდება მონიტორინგი,“ - აღნიშნა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ დანარჩენ პაციენტებს, რომლებიც საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობენ, ექიმის განმარტებით, მათი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურად რჩება და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტი მკურნალობს. ჯამში ქვეყანაში 148 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 27 გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S