„2 კრიტიკულ პაცინეტთან სტაბილიზაციის ნიშნები შეიმჩნევა“
03/04/2020 06:40:12 საზოგადოება
„2 კრიტიკულ პაცინეტთან რაღაც სტაბილიზაციის ნიშნები შეიმჩნევა“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„ჩვენს ცენტრში 40 დადასტურებული შემთხვევები მკურნალობს. ჩემთან არსებული პაციენტების წყაროები ცნობილია, ისინი უკვე არსებული პაციენტების კონტაქტებია. 5 პაციენტის ჯანმრთელობის მგომარეობა კვლავ მძიმეა. მათგან 2 კვლავ კრიტიკულ პაციენტად რჩება, მაგრამ რაღაც სტაბილიზაციის ნიშნები შეიმჩნევა და თუ ეს გაგრძელდა, იქნება ძალიან კარგი. დანარჩენ სამ პაციენტს რაც შეეხება, მათთან სტაბილიზაცია უკვე მიღებულია და თუ ასე გაგრძელდება ჩვეულებრივი მძიმე პაცინეტების ჩსმონათვალში გადავლენ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული. 148 ადამიანიდან 27 გამოჯანმრთელებულია.


