Accentnews.ge
სოლოღაშვილის ინფორმაციით, ორი ახალი პაციენტის შემთხვევაში ინფიცირების წყარო ბოლომდე შესწავლილი არაა

სოლოღაშვილის ინფორმაციით, ორი ახალი პაციენტის შემთხვევაში ინფიცირების წყარო ბოლომდე შესწავლილი არაა

03/04/2020 06:21:03 საზოგადოება

ახალი ტიპის კოროავირუსით ინფიცირებული 12 ახალი პაციენტიდან ორი ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, ორივე შემთხვევაში ადგილი შიდა გადადებას ჰქონდა.

მისი ინფორმაციით, ამ პაციენტების ინფიცირების წყარო „ბოლომდე შესწავლილი არაა“.

"ორი ახალი პაციენტი შიდა გადაცემის შემთხვევააა. როგორც ამ წუთისთვის მაქვს ინფორმაცია, მათი გადადების წყარო ბლომდე შესწავლილი არაა",– განაცხადა სოლოღაშვილმა.

ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი მკურნალობს. ჯამში ქვეყანაში ინფიცირების 148 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 27 გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S