ჩამოვა თუ არა საქართველოში წმინდა ცეცხლი – ჯაღმაიძის კომენტარი
02/04/2020 20:48:41 საზოგადოება
ჯერ არ ვიცით იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლის ჩამოტანა როგორ მოხდება. ისევე როგორც მსოფლიოში, იერუსალიმშიც ყოველ დღე იცვლება გარემოებები- ამის შესახებ საპატრიარქოს პრესმდივანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, იერუსალიმში ტაძრებთან დაკავშირებით განრიგი რამდენჯერმე შეიცვალა.
„ამიტომ ჯერ ადრეა, ამის თქმა, თუმცა მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცეცხლი საქართველოში ჩამოვა“- აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის: იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს სავარაუდოდ, მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ისრაელის საგარეო უწყების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რიტუალს აღდგომის ტაძარში 15-მდე პირი დაესწრება, რომლებიც ცეცხლს მართლმადიდებელ ქვეყნებში ჩაიტანენ. არ არის გამორიცხული, დაწესდეს მეტი შეზღუდვაც.


