მეუფე გერასიმე: ,“მობრძანდნენ, სამნიც ვართ, 30–იც და ბევრნი”
02/04/2020 17:03:52 საზოგადოება
"საგანგებო მდგომარეობა თუ ეხება ეკლესიას, მობრძანდნენ სამნიც ვართ, 30–იც და ბევრნი ვართ,”- ამის შეასახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, სააღდგომო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში შემავალ ეკლესიებს „ისე ჩატარდება, როგორც წესია“.
„ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ გადაწყვიტა ის, როგორი ლოცვა- კურთხევაც არის საქართველოს პატრიარქის. მემგონი, იქ ყველაფერი მკაფიოდ წერია. ჩვენ საქართველოს პატრიარქის სასულიერო პირები პატრიარქს ვუცხადებთ სრულს ნდობას. რომელ განცხადებაში წერია სამზე მეტი ადამიანი არ შეიძლებაო?,”- განაცხადა მეუფე გერასიმემ და დასძინა, რომ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციები ხელისფლებასთანაც იქნება.
საქართველოში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. საყოველთაო კარანტინის პირობებში სხვა შეზღუდვებთან ერთად იკრძალება 3-ზე მეტი პირის შეკრება, გარდა ბანკებისა, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია. ]
2 აპრილის 18:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 130 ადამიანს, საიდანაც 26 გამოჯანმრთელდა, ორმა უცხოელმა საქართველო დატოვა, ამდენად, ამ დროისთვის ქვეყანაში 102 აქტიური შემთხვევაა.


