Accentnews.ge
"მთავარია, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის გაორმაგების დროის ინტერვალი მინიმუმ, 8 დღე იყოს"

"მთავარია, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის გაორმაგების დროის ინტერვალი მინიმუმ, 8 დღე იყოს"

02/04/2020 16:06:35 საზოგადოება

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, მთავარია, დადასტურებული შემთხვევები რაოდენობის გაორმაგების დროის ინტერვალი მინიმუმ 8 დღე იყოს.

„ეხლა მთავარია, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის გაორმაგების დროის ინტერვალი მინიმუმ 8 დღე იყოს!

მაშინ შეიძლება, ითქვას, რომ მიღებული ზომები და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა და მსხვერპლი მუშაობს...“, - წერს ზოიძე სოციალურ ქსელში.

ამ დროისთვის საქართველოში კოროანვირუსი 131 პირს დაუდასტურდა. აქედან, 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 550 პირი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 281 პაციენტი.

კორონავირუსის გამო, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ, მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 6:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S