თბილისის ინფექციური კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ სამმა პაციენტმა დატოვა
02/04/2020 15:50:50 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ სამმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.
საერთო ჯამში, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 22 პაციენტი განიკურნა, ქვეყნის მასშტაბით კი – 26.
„ქვეყანაში იყო 130 შემთხვევა და საღამოს მხოლოდ ერთი დაგვემატა, 131 დადასტურებულია. აქედან ჩვენს ცენტრს შემოემატა დღეს ხუთი დადასტურებული შემთხვევა. ესენი არ არიან ახლები, 130 არსებული შემთხვევების ნაწილია, რომლებიც ჩვენთან მივიღეთ. ამ ეტაპზე გვყავს 39 დადასტურებული პაციენტი. ჯამურად, პირველი დღიდან აქამდე 59 პაციენტი.აქედან გუშინ საღამოს ტესტით სამ პაციენტს დაუდასტურდა გამოჯანმრთელება და სამმა პაციენტმა დღის განმავლობაში დატოვა ცენტრი“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.


