Accentnews.ge
თბილისის ინფექციური საავადმყოფო უახლოეს დღეებში შესაძლოა, კორონავირუსისგან განკურნებულმა კიდევ 8 პაციენტმა დატოვოს

თბილისის ინფექციური საავადმყოფო უახლოეს დღეებში შესაძლოა, კორონავირუსისგან განკურნებულმა კიდევ 8 პაციენტმა დატოვოს

02/04/2020 12:45:17 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფო უახლოეს დღეებში შესაძლოა, ახალი კორონავირუსისგან განკურნებულმა კიდევ 8 პაციენტმა დატოვოს, – ამის შესახებ კლინიკის ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

"რაც უფრო მეტი დრო გავა, მით მეტი გამოჯანმრთელებული გვეყოლება. უახლოესი 3-4 დღის განმავლობაში შეიძლება, დაახლოებით 7-8 პაციენტი დაგვემატოს და სრულიად გამოჯანმრთელებულები გაეწერნონ ბინაზე, შემდეგ ისინი გარკვეული პერიოდი იზოლაციაში იქნებიან“ , – განაცხადა გოგინავამ.

ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 36 ინფიცირებული მკურნალობს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 130 შემთხვევაა დადასტურებული. 130 ადამიანიდან 26 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S