რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაში გადავიდა
02/04/2020 12:25:35 საზოგადოება
რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაში გადავიდა. მიზეზი საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედის ახალი კორონავირუსით დაინფიცირებაა.
შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და ამ დროისთვის ის დაკეტილია.
რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ეროვნული ბანკის თანამშრომელია.
იხილეთ ასევე: ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 47 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 936 000–ს გადააჭარბა, 195 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 130 შემთხვევაა დადასტურებული. 130 ადამიანიდან 26 გამოჯანმრთელებულია.


