Accentnews.ge
გადადის თუ არა კორონავირუსი სისხლით

გადადის თუ არა კორონავირუსი სისხლით

02/04/2020 10:46:35 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, სადღეისოდ ახალი ტიპის კორონავირუსის სისხლით გადაცემის პრეცედენტი არ გამოვლენილა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მოწმდება თუ არა COVID19-ზე სისხლის ბანკებში დონორების სისხლი.

„ჯერჯერობით სისხლით გადაცემის პრეცედენტი არ მოიძებნა, ყოველ შემთხვევაში, რაც ლიტერატურაში მოიკვლიეს. ყველა დონორი, სანამ სისხლს აუღებენ, კორონავირუსთან დაკავშირების გარეშეც, ძალიან მკაცრ შემოწმებას გადის. ეს რა თქმა უნდა, გულისხმობს ძალიან დეტალურად მის გამოკითხვას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალურ შეფასებას და სიცხის გაზომვას. რაც კორონავირუსი გავრცელდა, ამას დაემატა დამატებითი კითხვები იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც სისხლს აბარებს“,-განაცხადა იმნაძემ.

როგორც იმნაძე აბობს, საქართველოს განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან, ტესტირების (NAT) მეთოდი აქვს, რომელიც ახალი ინფიცირებულების დადგენის საშუალებას იძლევა.

„ჯერჯერობით, არსად მსოფლიოში ამ NAT ტესტებში COVID19-ზე ტესტირება ჩამატებული არ არის. ამ ტექნოლოგიას მხოლოდ ძალიან მაღალგანვითარებული ქვეყნები იყენებენ. რა თქმა უნდა, ჩვენთანაც დაემატება, მაგრამ ჯერ მსოფლიოში არსად ხდება“,-აღნიშნა იმნაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S