Accentnews.ge
კველვა – კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია იმ ქვეყნებში, რომლებშიც მოქალაქეებს ბცჟ-ს ვაქცინა აქვთ გაკეთებული

კველვა – კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია იმ ქვეყნებში, რომლებშიც მოქალაქეებს ბცჟ-ს ვაქცინა აქვთ გაკეთებული

02/04/2020 10:50:04 საზოგადოება

იმ ქვეყნებში, რომლებშიც სავალდებულოა, რომ მოქალაქეებს ბცჟ-ს ვაქცინა გაუკეთონ, ახალი კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, – ნათქვამია medRxiv–ის მიერ გამოქვეყნებულ უახლეს კვლევაში.

როგორც კვლევის თანაავტორი ნიუ–იორკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარი გონზალო ოტაზუ აცხადებს, ბცჟ [ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ატენუირებული, ცოცხალი, ლიოფილიზებული ვაქცინაა, დამზადებულია Mycobacterium bovis Calmette&Guerin (BCG) -ის შტამებისაგან] ვაქცინა ადამიანის სხეულს არა მხოლოდ ტუბერკულოზის ბაქტერიისგან, არამედ სხვა ტიპის ინფექციებისგანაც იცავს.

მისივე თქმით, ქვეყნებმა, მათ შორის იაპონიამ და სამხრეთ კორეამ სწორედ იმიტომ მოახერხეს დაავადების კონტროლი, რომ აქვთ უნივერსალური პოლიტიკა და მკაცრად იცავენ წესს, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს გაკეთებული ბცჟ ვაქცინა.

თუმცა როგორც მკვლევარი აღნიშნავს, ბცჟ ვაქცინა არ არის ერთადერთი იარაღი რითაც კორონავირუსის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ სოციალურ დისტანცირება და რეკომენდაციების გათვალისწინება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

„მსოფლიოში ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს გააკონტროლოს დაავადება მხოლოდ და მხოლოდ იმ იმედით, რომ მის მოქალაქეებს ბცჟ ვაქცინა აქვთ გაკეთებული. სოციალური დისტანცირება, იზოლაცია, შემთხვევების გამოკვლევა და ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რათა ვირუსის გავრცელების კონტროლი შევძლოთ“.

იხილეთ ასევე: პაატა იმნაძე: "თუ ეს ჰიპოთეზები კორონავირუსის წინააღმდეგ წითელა/წითურა/ყბაყურასა და ბცჟ-ს ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით მართალია, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით, ვიდრე სხვები არიან სხვა ქვეყნებში".

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 47 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 936 000–ს გადააჭარბა, 195 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 130 შემთხვევაა დადასტურებული. 130 ადამიანიდან 26 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S