მინისტრის მოადგილე: "2019-20 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება"
02/04/2020 10:23:14 საზოგადოება
2019-20 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება,– ირწმუნება განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე.
მისი თქმით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს დისტანციური სწავლების გასაძლიერებლად.
მისი თქმით, აქ იგულისხმება როგორც ონლაინ სწავლება, ასევე პროექტი „ტელესკოლა“.
„ეს ყველაფერი, ამ ეტაპზე, საშუალებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ 2019-20 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიყვება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. შესაბამისად, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ ვმუშაობთ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარზე,“- განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.


