Accentnews.ge
რამდენიმე კვირაში რუხის კლინიკა 250–მდე პაციენტის მიღებას შეძლებს

რამდენიმე კვირაში რუხის კლინიკა 250–მდე პაციენტის მიღებას შეძლებს

02/04/2020 10:20:27 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კვირის ბოლოსთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუხის კლინიკას დაახლოებით 100 პაციენტის მიღების შესაძლებლობა ექნება.

"ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ზუგდიდის კლინიკის სრული მობილიზაცია და კვირის ბოლოს მას ექნება საშუალება, მიიღოს პაციენტების გარკვეული რაოდენობა და ეს არის დაახლოებით 100 პაციენტი. უკვე შემდეგ კვირებში ვახორციელებთ უფრო უკეთეს აღჭურვას ამ კლინიკის, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უკვე 200-250 პაციენტამდე ვმართოთ ზუგდიდში, რუხის კლინიკაში," - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის: 1 აპრილს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ დაახლოებით 2–3 კვირა დასჭირდება რუხის კლინიკის მზადყოფნას პაციენტების მისაღებად. კითხვით გაბუნიას "აქცენტმა" მიმართა.

„რუხის კლინიკის მობილიზება მიმდინარეობს. 2–3 კვირა დასჭირდება იმას, რომ კლინიკა ბაზისური სერვისების მიწოდებისთვის იყოს მზად – კორონავირუსის მიზნებისთვის. აქ იგულისხმება პირველ რიგში იზოლირებული ოთახები, სადაც პაციენტებს სიცხით შეეძლებათ, დარჩნენ და კვალიფიციური ინფექციონისტის და სხვა თერაპიული პროფილის სპეციალისტების მომსახურეობა მიიღონ. ბაზისური ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის შეიქმნება შესაძლებლობა. უკვე მობილიზებულია სუნთვის აპარატები და მიმდინარეობს სისტემის გამართვა, რათა შემოწმდეს სისტემა, რომ სუნთვის აპარატების გამოყენებისთვისაც მზად ვიყოთ. ასევე პერსონალის მობილიზებაზეც მიმდინარეობს ჯერ–ჯერობი მახლობელი სამედიცინო დაწესებულებებიდან, რომლებიც ოპერირებენ სამეგრელოს რეგიონში, თუმცა მათ დღეს არ აქვთ დიდი ინფრასტრუქტურა და გაუჭირდებათ პაციენტების ნაკადების გაძლება. თუმცა პერსონალი იქ არის და მათი რუხის კლინიკისთვის გამოყენება, რა თქმა უნდა, მოხდება. მალე უფრო კონკრეტული თარიღის დასახელებას შევძლებთ, როდის მიიღებს რუხის კლინიკა პირველ პაციენტს“,– განაცხადა გაბუნიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S