Accentnews.ge
იმნაძე: "მეცნიერული მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ფულით გადადის, არ არსებობს"

იმნაძე: "მეცნიერული მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ფულით გადადის, არ არსებობს"

02/04/2020 10:15:22 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მეცნიერული მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ფულის მეშვეობით გადადის, არ არსებობს, თუმცა როგორც ჰიპოთეზა, ეს ვერსიაც მუშავდება.

მისივე თქმით, როდესაც ბანკში ფული შედის, მას სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით ამუშავებენ.

„ეს ჰიპოთეზა განიხილებოდა ჯერ კიდევ ჩინეთის შემთხვევების დროს, ამის მეცნიერული მტკიცებულებები მოპოვებული ვერ იქნა, შესაბამისად, როგორც ჰიპოთეზა ეს ვერსიაც მუშავდება ჩვენ მიერ, როდესაც ამ კლასტერების გამოკვლევაზე ვმუშაობთ, მაგრამ ამის შესახებ მეცნიერული მტკიცებულებები არ გაგვაჩნია. თუმცა, ფულიც, როგორც ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც ხელიდან ხელში გადადის შესაძლოა იყოს ინფიცირების წყარო. თუმცა მე ისიც ვიცი, რომ როდესაც ბანკში შედის ფული, მას უტარდება სპეციალური დამუშავება, ანუ, ის მუშავდება სადეზინფექცო აპარატებით“- განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსი ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, მათ ფულთან ჰქონდათ შეხება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S