იმნაძე – კოლეგებს: "სასაცილო ნუ გავხდებით!"
02/04/2020 10:02:20 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე კოლეგების ნაწილს მოუწოდებს, საკუთარ საქმეს პროფესიონალურად მოეკიდონ.
"ცხელების ცენტრებზე რაღაც აჟიოტაჟია ატეხილი. სამწუხაროდ, ჩემი კოლეგების ნაწილიც ძალიან შეშფოთდა ამ ცენტრებზე. კოლეგებო, სასაცილო ნუ გავხდებით. ეს ყველას არ ეხება – ძალიან ცოტა იყო ასეთი, რაც მე ვიცი. იმიტომ ხართ ექიმები, იმიტომ მუშაობთ, ცხელებიან ავადმყოფს რომ მიიღებთ, შემდეგ ცოტა კვლევა უნდა ჩაატაროთ, რატომ აქვს ცხელება?! იქნებ ადამიანმა ინერვიულა, იქნებ ინფარქტი აქვთ. ინფარქტიანს სიცხე რომ ექნება, ეს ხომ ვიცით?! ხომ არ არის აუცილებელი, ეს „კოვიდ–19“–ით გამოწვეული! სანამ დავასახელებდე იმ ექიმებს, რომლებიც ამას აკეთებენ, ძალიან გთხოვთ, თქვენს პროფესიას პროფესიონალურად მოეკიდეთ“,– განაცხადა პაატა იმნაძემ.


