Accentnews.ge
„პიკურ სტადიას შეიძლება, აპრილის მეორე ნახევრიდან ველოდოთ“

„პიკურ სტადიას შეიძლება, აპრილის მეორე ნახევრიდან ველოდოთ“

02/04/2020 09:52:05 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვითარება კონტროლირებადია, პიკურ პერიოდს კი შესაძლოა, აპრილის მეორე ნახევრიდან ველოდოთ.

„სიტუაცია დღეს მაინც კონტროლირებადია, ვინაიდან, ამ 10 პაციენტის [ინფიცირების წყარო უცნობია] ძირითადი კონტაქტები ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ დადგენილია და მათი უმეტესობა ან უკვე ცნობილი კლასტერებიდანაა, ან იმ საკარანტინო ზონებიდან, რომელშიც ჩვენი პაციენტები განთავსებულნი არიან. ეს გვაძლევს საფუძველს, არ ჩავთვალოთ, რომ ეს ქვეყანაში განგაშის ზარების შემოკვრის დროა, მაგრამ ეს არ გვაძლევს საფუძველს, არ გავამკაცროთ ღონისძიებები და არ დავსახოთ შემდგომი სტრატეგია უკვე გართულებული და გაზრდილი შემთხვევების მართვისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ პიკურ სტადიას შეიძლება, აპრილის მეორე ნახევრიდან ველოდოთ. იმაზე, რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი როგორც სახელმწიფოს, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან –აღსრულების ნაწილი, იქნება დამოკიდებული, რა რაოდენობის პაციენტები გვეყოლება აპრილის ბოლოს და მაისში, ასევე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება პიკური პერიოდი და როგორ მოხდება მისი შეკავება“,– განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S