რეხვიაშვილის ინფორმაციით, 19 წლის ორსულს ბოლნისიდან კორონავირუსი დაუდასტურდა
02/04/2020 09:05:53 საზოგადოება
ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, 1 აპრილს საველე ჰოსპიტალში იყვნენ დედა-შვილი ქვემო ბოლნისიდან, რომელთაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამ დროისთვის საველე ჰოსპიტალში 17 ადამიანია მოთავსებული.
„ერთი ქალბატონი არის 19 წლის ორსული. გადაყვანილია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ესენი არიან ოჯახის წევრები და ოთხივე ფაქტი, რაც უკვე დადასტურდა არიან პირველ ფაქტთან დადასტურებული აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორიით და კონტაქტებით. ქვემო ბოლნისი დიდი დასახლებაა აქ 11 ათასი ადგილობრივია. მათ უნდათ შესაბამისი რეჟიმით მართვა, რომ არ მოაკლდეთ მედიკამენტები, პროდუქტი. „ლიბერთი ბანკის“ ორი სატრანსპორტო საშუალება უკვე გადავიდა ბლოკ პოსტზე. ერთი მიემართება ქვემო ბოლნისში, რომ შესაბამისი სტანდარტების დაცვით მოსახლეობამ მიიღოს ფულადი სახსრები. ყველა ზომა მიღებულია და ეს ეტაპობრივად იქნება უზრუნველყოფილი პროდუქტებით. რაიმე სახის კრიზისი და დეფიციტი არ შეიქმნება“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევაა დადასტურებული.


