არსებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის კორონავირუსით ინფიცირებულ თანამშრომლებს ფულთან ჰქონდათ შეხება
02/04/2020 08:38:49 საზოგადოება
არსებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება. კერძოდ, ტელეკომპანია „მაესტროს“ ცნობით, ისინი ბანკში ფულს ითვლიდნენ.
თავად ეროვნულ ბანკში არ საუბრობენ, კონკრეტულად რა პოზიციაზე მუშაობდნენ ინფიცირებული პირები.
უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირების ინფიცირების წყარო ერთი თანამშრომელია, რომელსაც კორონავირუსი ერთი კვირის წინ დაუდასტურდა.
ამასთან, როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, პირები, რომელთაც ვირუსი დაუფიქსირდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებდნენ.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში ახალ ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 1 30 შემთხვევაა დადასტურებული.
ჯანმოს რეკომენდაციაა, ავარიდოთ თავი ნაღდი ფულის გამოყენებას.


