"დაგვემატა 4 პაციენტი, მათგან 1 სომხეთიდან შემოსულია, 2 – საფრანგეთიდან, მეოთხეც იკვეთება, რომ შემოტანილი შემთხვევაა"
02/04/2020 06:37:51 საზოგადოება
"დაგვემატა 4 პაციენტი, მათგან 1 სომხეთიდან შემოსულია, 2 – საფრანგეთიდან, მეოთხეს წყარო ბოლომდე მოძიებული არაა, მაგრამ მაინც იკვეთება, რომ შემოტანილი შემთხვევაა", – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
"დაგვემატა 4 პაციენტი. ერთი სომხეთიდან შემოსულია, 2 – საფრანგეთიდან, მეოთხეს წყარო ჯერ–ჯერობით ბოლომდე მოძიებული არაა, მაგრამ მაინც იკვეთება, რომ შემოტანილი შემთხვევაა. ამჟამად ჩვენს კლინიკაში 36 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 5 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მათგან ორის – კრიტიკული", – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


