საქართველოში კორონავირუსის დადასტურებელ შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა
02/04/2020 06:03:12 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5437 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 260 პირი.
130 ადამიანიდან 23 გამოჯანმრთელებულია.


