მეუფე საბას კორონავირუსი არ დაუდასტურდა
02/04/2020 05:30:42 საზოგადოება
ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსს საბა ინწკირველს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ მეუფე საბა სოციალურ ქსელში თავად წერს და სამედიცინო ლაბორატორიის პასუხის დოკუმენტსაც აქვეყნებს.
„მე არ აღმომაჩნდა კორონავირუსი, მადლობა ღმერთს, თუმცა, მომავალში ამისგან დაზღვეული არავინ არ არის და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მოვდუნდე, არ გავითვალისწინო მომავალში ის რეკომენდაციები, რაც სახელმწიფოს მიერ არის დაწესებული", - აცხადებს მეუფე საბა.
მან კორონავირუსზე ტესტი დაავადებით ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ ჩაიტარა.


