Accentnews.ge
"საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 000-ს არ გადააჭარბებს"

"საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 000-ს არ გადააჭარბებს"

01/04/2020 20:15:22 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის პროგნოზით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 1 000-ს არ უნდა გადააჭარბოს.

„ვინაიდან შიდაგადაცემა დაიწყო, იქნება შემთხვევების სერიოზული მატება. სამწუხაროდ, ვერ შევინარჩუნებთ ნულს იმ გრაფაში, სადაც სიკვდილიანობაა აღნიშნული. ჩემი პროგნოზია, რომ ვინაიდან აქამდე შევძელით ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი მაჩვენებლით შესვლა, როდესაც დაიწყება ფართომასშტაბიანი გავრცელება ინფექციის, ჩვენ შევძლებთ ევროპის სხვა ქვეყნებთან დისტანცია შევინარჩუნოთ და თუ სხვაგან არის ასეულობით ათასები, ჩემი პროგნოზია, ჩვენთან შემთხვევებმა არ უნდა გადააჭარბოს 1000-ს“, - განაცხადა ცერცვაძემ "ფორმულას" ეთერში.

ამასთან, მან საქართველოში კორონავირუსთან საბრძოლველად პლაზმით მკურნალობაზე ისაუბრა.

როგორც ცერცვაძე განმარტავს, პლაზმით მკურნალობა საკმაოდ შრომატევადია და ამგვარ ხერხს ამერიკაშიც კი იშვიათად მიმართავენ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეს საჭირო გახდება, საქართველოს უკვე აქვს კონტაქტი შესაბამის კომპანიებთან:

„პლაზმით მკურნალობა საქართველოში არასდროს გამოყენებულა. იმუნური პლაზმა საქართველოში რაღაც პერიოდში გამოიყენებოდა, მაგრამ საშიში ინფექციებისათვის, ეპიდემიისა და პანდემიების დროს ის – არა. იდეა საინტერესოა, განსაკუთრებით იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომლის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მედიკამენტები თითქმის არ არსებობს. ჩვენ ამით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციამ რეკომენდაცია გააკეთა. ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციამ ამის გამოყენებაზე ცალსახა რეკომენდაცია არ გააკეთა, მან გააკეთა ე.წ. თანხმობა, რომ დაიწყოს ამ პლაზმის გამოყენების შ​ესაძლებლობაზე მუშაობა. ეს რთულია. პირველი - დონორის შერჩევაა რთული მის პლაზმაში, რადგან ანტისხეულების კონცენტრაცია მაღალი უნდა იყოს, რომ მას მაღალი სამკურნალო ეფექტი ჰქონდეს. ადამიანმა, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსის ინფექცია, მის იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული. ზოგიერთ განკურნებულ პაციენტში რჩება მაღალი იმუნიტეტი, ზოგიერთში – დაბალი. ტიტრი უნდა იყოს მაღალი, მინიმალური დონეა მინიშნებული FDA-ს რეკომენდაციაში, რომ სულ ცოტა 320 განზავებაზე უნდა იზომებოდეს ანტისხეულების კონცენტრაცია. ერთი ადამიანისგან შეიძლება დამზადდეს ერთისთვის, შეიძლება – რამდენიმესთვის, მაგრამ რთული თვითონ პროცედურაა. გარდა ანტისხეულების ტიტრისა იქ მთელი რიგი პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს. შემდეგ სპეციალური მაღალტექნოლოგიური მეთოდებით უნდა დამზადდეს და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ითხოვს, რომ ყოველი ცალკეული გადასხმა შეთანხმდეს FDA-სთან. ეს არ არის მარტივი და არასტანდარტული პროცედურაა. ეს დაშვებულია განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ამოწურულია მკურნალობის სხვა შესაძლებლობა და ერთგვარი გადარჩენის თერაპიაა. ამერიკაში სულ ერთეული შემთხვევებია გადასხმული. კორონავირუსის შემთხვევაში ევროპაში საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს. გამოვიჩინეთ ინიციატივა, რომ ერთ-ერთმა პირველებმა შესაძლოა, ეს პლაზმა გამოვიყენოთ. უკვე გვაქვს კონტაქტი შესაბამის კომპანიებთან, რომლებმაც შემოგვთავაზეს, რომ მათ აქვთ მაღალტექნოლოგიური მეთოდები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ეს პლაზმა დავამზადოთ. ჩვენ ამას ალბათ გავაკეთებთ, მაგრამ ეს არ არის მარტივი, როგორც მოსახლეობას წარმოუდგენია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S