Accentnews.ge
„ეპარქიაში დაინფიცირებული უკვე მეორე სასულიერო პირი გვყავს“

„ეპარქიაში დაინფიცირებული უკვე მეორე სასულიერო პირი გვყავს“

01/04/2020 19:45:23 საზოგადოება

ახალი ტიპის კორონავირუსი კიდევ ერთ ქართველ სასულიერო პირს დაუდასტურდა,– ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სასულიერო პირი ნიუ–იორკში მსახურობს.

„ეპარქიაში უკვე მეორე სასულიერო პირი გვყავს დაინფიცირებული“,– აღნიშნა მეუფემ.

მანამდე, 20 მარტს ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ ეპარქიაში მოღვაწე დეკანოზს გამოუვლინდა კორონავირუსის სიმპტომები.

მეუფე საბამ განაცხადა, რომ თავადაც ტესტის პასუხს ელოდება, ვინაიდან ხსენებულ სასულიერო პირთან ჰქონდა შეხება.

ამასთან, სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ აშშ–ში მოქმედ წესებს ყველა რელიგიური მიმდინარეობა ემორჩილება.

„სამწუხაროდ, ზოგიერთი სასულიერო პირი გამოვიდა და განაცხადა, რომ „ვინც სახლში რჩება, ისინი ღმერთს უარყოფენო“. პატრიარქის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო განსაკუთრებით ჩვენთვის – უცხოეთში მყოფი სასულიერო პირებისთვის, რადგან ჩვენ მოგვიწია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. და ჩვენ არ ვეუბნებით ადამიანებს, რომლებიც შინ ლოცულობენ, რომ ღმერთი უარყვეს. პირიქით, არსებულ მძიმე მდგომარეობაში მათ ზრუნვა სხვა ადამიანებზე გამოხატეს...ჩვენ ლოცვას ვაძლიერებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი არ შეგვეხება. ჩვენი ეპარქიის სასულიერო პირები გამორჩეულნი არიან ჩვენი ეკლესიის მიმართ, მაგრამ მათ შეეხოთ ვირუსი. ამისგან დაზღვეული არავინაა. წავიკითხე კომენტარები, რომ „კორონავირუსით რომ დავსნეულდე, მაინც მივალ ეკლესიაში და ეკლესიამ უნდა მიმიღოსო“ –ასეთი დამოკიდებულება ძალიან საშიშია.“,– განაცხადა მეუფემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S