"კორონავირუსით ინფიცირებულ 10 წლის ბავშვს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და კარანტინში იმყოფებოდა"
01/04/2020 17:24:07 საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის განცხადებით, 10 წლის ბავშვს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
"ბავშვი პარიზიდან დაბრუნების შემდეგ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა კარანტინში, იგი თბილისში გადაიყვანეს, რადგან თბილისში ცხოვრობს ოჯახი და მათ ისურვეს გადაყვანა, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ბათუმში მკურნალობის საშუალება", - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 117 შემთხვევაა დადასტურებული. 117 ადამიანიდან 23 გამოჯანმრთელებულია.


