Accentnews.ge
„კორონავირუსით ინფიცირებული 10 წლის ბავშვი ბათუმიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოჰყავთ“

„კორონავირუსით ინფიცირებული 10 წლის ბავშვი ბათუმიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოჰყავთ“

01/04/2020 15:39:01 საზოგადოება

„კორონავირუსით ინფიცირებული 10 წლის ბავშვი ბათუმიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოჰყავთ“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ჩვენს ცენტრში გვემატება 2 დადასტურებული შემთხვევა და სულ 35 ინფიცირებული გვეყოლება. ერთი შემთხვევა უკვე ჩვენთან შემოყვანილია. ეს არის იმპორტირებული, შემოტანილი შემთხვევააა და სომხეთიდან არის ეს პაციენტი, ანუ ინფიცირებული არის სომხეთიდან ჩამოსული პაციენტი. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის მძიმე. კეთდება ახლა კლინიკურ-ლაბორატიული გამოკვლევები, რადიოლოგიური კვლევები და შეფასდება მისი მდგომარეობაბოლო დამატებული პაციენტებიდან ერთი სომხეთიდან ჩამოსული პაციენტია, მეორე 10 წლის ბავშვია, რომელიც ბათუმიდან გადმოჰყავთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, კლინიკაში კვლავ 5 მძიმე პაციენტი ჰყავთ:

"შემიძლია, ვთქვა, რომ დილის შემდეგ დღის განმავლობაში 2 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა არ შეცვლილა და მათი მდგომარეობა ჯერ–ჯერობით არასტაბილურია. დანარჩენი 3 პაციენტის მდგომარეობა სტაბილიზირებულია. პაციენტი, რომელიც გუშინ დამძიმდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადავიყვანეთ, მისი მდგომარეობა დღეს უკვე დასტაბილურდა და იმედია გაუმჯობესდება“.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 117 შემთხვევაა დადასტურებული. 117 ადამიანიდან 23 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S