Accentnews.ge
„ცხინვალის მიმართულებით მდგომარეობა შემაშფოთებელია“

„ცხინვალის მიმართულებით მდგომარეობა შემაშფოთებელია“

01/04/2020 13:34:23 საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთიდან ბოლო დღეების განმავლობაში 11 პირი გადმოიყვანეს, მათგან ერთს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, სახელმწიფო აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები თანამოქალაქეების დახმარებისთვის მზადაა და კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამს:

„იცით, რომ ერთი პაციენტი ზუგდიდის ინფექციურში მკურნალობს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არის სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ. ასევე ორი მცირეწლოვანი ბავშვი გადმოიყვანეს გუშინ და მათი მდგომარეობა ნორმალურია. ისინი ამ ეტაპზე არიან სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.

იმ ქალბატონთან, რომელსაც დაუდგინდა COVID-19, კონტაქტში მყოფი პირები იდენტიფიცირებულები არიან.

ასევე 7 პირი გადმოყვანილია და კონტროლირებად ტერიტორიაზე საკარანტინო ზონაში არიან.

ვფიქრობთ, რომ ამ ქალის მოგზაურობის ისტორიასა და მის კონტაქტებთან დაკავშირებით მეტწილად მიღებილია ზომები“.

მისი ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან სახიფათო მდგომარეობაა:

„წინა დღეების განმავლობაში რუსეთის ფედერაციიდან ასობით ადამიანის შემოდინება ხდებოდა. რადგან ერთმა ქალმა მოგვმართა და მას დაუდგინდა [კორონავირუსი], ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ერთადერთია, რომელსაც კორონავირუსი აქვს.

ცხინვალის მიმართულებით მდგომარეობა შემაშფოთებელია. ცხინვალის პასუხი საკამოდ დესტრუქციულია: შეთავაზებებს არ იზიარებს. საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომა იქ არ არის გარდა წითელი ჯვრისა, რომელთანაც აქტიურად ვმუშაობთ, რათა ადგილზე შექმნილი მძიმე მდგომარეობა, სრული იზოლაციის პირობებში მოსახლეობას შევუმსუბუქოთ“.

მისივე თქმით, ახალგორის მოსახლეობა კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაშია:

„ამ სრული იზოლაციის პირობებში სხვა პაციენტებსაც შეუზღუდეს კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვაზე წვდომა კონტროლირებდ ტერიტორიაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. აღარ ვსაუბრობ ისედაც მედიკამენტების დეფიციტის პირობებში, სააფთიათო ქსელებიდან ქართული წარწერის მქონე პრეპარატების ამოღებაზე. იმედია და ამაზე ვმუშაობთ ჩვენი პარტნიორების ხაზით, რომ ახლა მაინც, ასეთი უმწვავესი მსოფლიო პანდემიის პირობებში ცოტა უფრო გონივრული ნაბიჯები გადაიდგმება, რომლებზეც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა დამოკიდებული. ამაზე უპირატესი ინტერესი არ არსებობს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S