Accentnews.ge
რესპუბლიკურში „კოვიდ–19“–ით მოთავსებული პაციენტების ასაკი ძირითადად 25–დან 45 წლამდეა

რესპუბლიკურში „კოვიდ–19“–ით მოთავსებული პაციენტების ასაკი ძირითადად 25–დან 45 წლამდეა

01/04/2020 11:01:30 საზოგადოება

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის ინფორმაციით, რესპუბლიკურში ახალი ტიპის კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტების ასაკი ძირითადად 25–დან 45 წლამდეა.

„ჩვენი 46 პაციენტიდან [რესპუბლიკურში ამ რაოდენობის პაციენტია მოთავსებული] 19 ქალია, 27 – მამაკაცი, ხოლო ასაკი 25–დან 45 წლამდე მერყეობს. სხვა მონაცემები ჩვენ არ გვეხება, მაგრამ მთლიანობაში ძირითადად მსგავსი ასაკია – 50 წლამდე და უფრო დამძიმებულების ასაკი სადღაც 65–დან ზევითაა“,– განაცხადა კლინიკურმა დირექტორმა.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 115 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 23 გამოჯანმრთელდა. გარდა ამისა, ორი პაციენტი უცხოელი იყო და მათ საქართველო დატოვეს. ამდენად, ამ დროისთვის ქვეყანაში 91 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S