რესპუბლიკურიდან გასაწერად ცხრა პაციენტს ამზადებენ
01/04/2020 10:52:11 საზოგადოება
დღეისთვის გასაწერად 9 პაციენტი უნდა მომზადდეს,– ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 46 პაციენტია მოთავსებული, მათგან ხუთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამ ხუთიდან ორი პაციენტის მდგმარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო სამის – მძიმე.
„ეს სიმძიმე განპირობებულია ორმხრივი პნევმონიით, არის დისტრეს სინდრომი, სეპტიური შოკი და ეს პაციენტები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 115 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 23 გამოჯანმრთელდა. გარდა ამისა, ორი პაციენტი უცხოელი იყო და მათ საქართველო დატოვეს. ამდენად, ამ დროისთვის ქვეყანაში 91 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.


