Accentnews.ge
"პაციენტი, რომლის მკურნალობა 97%-ით ლეტალურად უნდა დასრულებულიყო, გადარჩა და სახლში გაეწერება"

"პაციენტი, რომლის მკურნალობა 97%-ით ლეტალურად უნდა დასრულებულიყო, გადარჩა და სახლში გაეწერება"

01/04/2020 09:44:14 საზოგადოება

"ჩვენს კლინიკაში მყოფი ყველაზე კრიტიკული პაციენტი გამოჯანმრთელდა და დღეს მას სახლში გავწერთ", – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 83 პაციენტია, 19 არის ინფიცირებული. ყველაზე მძიმე, რომელიც იწვა, იყო ქალი - მას დამძიმებული ანამნეზი ჰქონდა. ჯანმო პირველ ადგილზე აყენებს ლეტალობით ასეთ ანამნეზს. მას ჰქონდა ორმხრივი პნევმონია და მწვავე რესპირატორული სინდრომი. მას ჩაუტარდა ყველანაირი კვლევა - მისი მდგომარეობა შეფასდა კრიტიკულად მძიმედ, იმყოფებოდა არაინვაზიურ სუნთქვაზე. ეს ქალბატონი დღეს ეწერება ბინაზე. იგი გამოჯანმრთელდა და მე-14 დღეს მიდის კლინიკიდან. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ყაზარმულ რეჟიმში მუშაობს. ასეთი პაციენტების 97% მთავრდება ლეტალობით, მაგრამ საბედნიეროდ, იგი გადარჩა. ის ორი კვირით იქნება თვითიზოლაციაში და შემდეგ გააგრძელებს ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში“, – განაცხადა რატიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S