საქართველოში კორონავირუსისგან 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა
01/04/2020 09:16:44 საზოგადოება
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
მთლიანობაში საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული. ამ დროისთვის სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301 ადამიანი იმყოფება, კარანტინში კი - 5783.


