Accentnews.ge
ანაკლიაში მდებარე საკარანტინო სივრცეში გალის ოკუპირებული რაიონის 7 მცხოვრები შეიყვანეს

ანაკლიაში მდებარე საკარანტინო სივრცეში გალის ოკუპირებული რაიონის 7 მცხოვრები შეიყვანეს

01/04/2020 07:15:44 საზოგადოება

ანაკლიაში მდებარე საკარანტინო სივრცეში გალის ოკუპირებული რაიონის 7 მცხოვრები შეიყვანეს.

"აფხაზეთიდან გადმოსული შუახნის ქალის (ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა), შვიდი კონტაქტი წუხელ გადმოვიყვანეთ ოკუპირებული ტერიტორიიდან. ისინი მოთავსდნენ ანაკლიის საკარანტინო ზონაში. მათი დაკვირვება და სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს. ეს ადამიანები არიან ის პირები ვისაც ჰქონდა ამ ქალბატონთან კონტაქტი, სანამ ის იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე“ - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ანაკლიის საკარანტინო ზონაში ამ ეტაპზე იმყოფება 81 მოქალაქე. ხოლო თვითიზოლაციაში 224 პირი იმყოფება მთელი რეგიონის მასშტაბით, 496 ადამიანს კი მოეხსნა თვითიზოლაცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S