„თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 5 ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა"
01/04/2020 06:45:28 საზოგადოება
„თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 5 ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა", – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
“დაგვემატა ერთი მძიმე პაციენტი, რომელიც როცა შემოვიდა, იყო უფრო საშუალოზე მძიმე, მაგრამ დაავადებამ განიცადა პროგრესირება მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა. მისი მდგომაროება ამ ეტაპზე მძიმეა, მაგრამ არა კრიტიკული. დანარჩენი 4 პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, ამ 4-დან 2 გვყავს კრიტიკული, რომელთა სტაბილიზირება ჯერ ვერ მოხერხდა, დანარჩენი ორის სტაბილიზაცია არის და კიდევ რამდენიმე დღეს დავაკვირდებით და შემდეგ ალბათ, ვიტყვით პროგნოზულად გამოსავალი როგორი გვექნება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.


