Accentnews.ge
ვინ შეძლებს წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალზე დაესწრებას

ვინ შეძლებს წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალზე დაესწრებას

01/04/2020 05:45:36 საზოგადოება

იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს სავარაუდოდ, მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ისრაელის საგარეო უწყების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რიტუალს აღდგომის ტაძარში 15-მდე პირი დაესწრება, რომლებიც ცეცხლს მართლმადიდებელ ქვეყნებში ჩაიტანენ. არ არის გამორიცხული, დაწესდეს მეტი შეზღუდვაც.

არსებული ინფორმაციით, სპეც-რეისები რუსეთის, უკრაინისა და საბერძნეთის მიმართულებით უკვე ორგანიზებულია. წმინდა ცეცხლის რიტუალი 18 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა დღეს უნდა შესრულდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S