Accentnews.ge
"კომუნალურ გადასახდებზე გადაწყვეტილება საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და განცხადებას პრემიერი გააკეთებს"

"კომუნალურ გადასახდებზე გადაწყვეტილება საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და განცხადებას პრემიერი გააკეთებს"

31/03/2020 21:45:40 პოლიტიკა, საზოგადოება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კომუნალურ გადასახდებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და ამაზე განცხადებას პრემიერ-მინისტრი მომდევნო დღეებში გააკეთებს.

„დახმარებები, რა თქმა უნდა, იქნება, ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას. ვირუსს ებრძვის არამხოლოდ თბილისი, არამედ მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო. ძალიან რთული ვითარება გვაქვს – ვებრძვით უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია და არსებულმა სიტუაციამ და საგანგებო მდგომარეობამ, რა თქმა უნდა, სერიოზული დარტყმა მიაყენა ეკონომიკას. ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიძლება, დაკარგოს სამუშაო ადგილი. სერიოზული ზიანი იქნება ეკონომიკისთვის, თუმცა ამ ვითარებაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გვერდში დავუდგეთ მოსახლეობას.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისში მოხდა ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგება, ეს არასწორი ინფორმაცია იყო. ვირუსს ებრძვის არა მხოლოდ თბილისი, არამედ მთელი საქართველო და მსოფლიო. შესაბამისად, ის გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება მიღებული კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მომდევნო დღეებში გააკეთებს განცხადებას.

რაც შეეხება ზოგადად დახმარებების პაკეტს, მომდევნო დღეების განმავლობაში პრემიერი ვრცლად ისაუბრებს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებზეც დიდი ხანია, მიმდინარეობს მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოში, უკვე გადაწყვეტილებებიც მიღებულია რიგ საკითხებზე და მომდევნო დღეებში ეს ყველაფერი ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S